ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტს.

აღნიშნული პროექტი შედგება 6 ძირითადი მიმართულებისგან, რომელთა წარმატებით განხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისთვის.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართა შეხვედრა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ახალ წევრებთან, რომელიც ემსახურებოდა მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და მოდერირება გაუწია სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.ღონისძიებაზე განხილულ იქნა მედიაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მედიაცია და მედიაციის უპირატესობები, ადვოკატის როლი მედიაციაში და სხვა.ღონისძიება მიმდინარეობდა საინტერესო დისკუსიის ფორმატში, რომელშიც ჩართული იყო თითოეული მოწვეული სტუმარი.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მიესალმება ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ საზოგადოებაში მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, და მეორე მხრივ მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა