ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მიზანია მედიაციის არსი და რაობა გააცნოს ბიზნეს სკოლების სტუდენტებს, მომავალი ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მიზანია მედიაციის არსი და რაობა გააცნოს ბიზნეს სკოლების სტუდენტებს, მომავალი ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში პირველი მსგავსი შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებთან გამართა.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია მიესალმნენ.

შეხვედრას მოდერირებას უწევდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი -ნინა გერსამია

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის მედიაციის შესახებ.

შეხვედრაზე სტუდენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გააგრძელებს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და მსგავს შეხვედრებს მომავალში ხშირად გამართავს ბიზნესის სკოლების სტუდენტებისთვის.

ღონისძიება/აქტივობა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია