ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მედიატორებისთვის კიდევ ერთი ეთიკის ტრენინგ კურსი ჩაატარა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა  ეთიკის მორიგი ტრენინგ კურსი.
ტრენინგს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე,ირაკლი ყანდაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი უძღვებოდნენ.
მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნათია ჩიტაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისADR-ისმიმართულებითმრჩეველი, ირაკლი გელოვანი მიესალმნენ.
ტრენინგ კურსის ფარგლებში მედიატორთა პროფესიული ქცევის სტანდარტების ჭრილში განზოგადებულ იქნა ქართული სამედიაციო პრაქტიკა, განხილულ იქნა ეთიკის მნიშვნელობა მედიაციის პროფესიად ფორმირებაში, წარმოჩინდა მედიატორის ეთიკის სტანდარტების პროცესუალური შინაარსი და გაზიარდა მედიატორთა მიერ ეთიკური დილემების მართვის სტრატეგიები და რეკომენდაციები.
მონაწილეებმა ტრენინგის განმავლობაში ჯგუფური სამუშაოებიც შეასრულეს , განიხილეს  კონკრეტული კაზუსები , სადაც წამოჭრილი იყო პრობლემატიკა და პრინციპთა დილემა, როგორიც არის მაგალითად : კეთილსინდისიერი მოლაპარაკების და ინფორმირებული შეთანხმების/თვითგამორკვევის  ხელშეწყობა, შეთანხმების ნებაყოფლობითობის ხელშეწყობის  ფარგლები სავალდებულო სასამართლო მედიაციაში, მედიატორის მიერ მხარეთა ინფორმირების ვალდებულების საკანონმდებლო-ეთიკური სტანდარტი, მედიატორის დამოუკიდებლობის/ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, კონფიდენციალობის პრინციპის მოქმედება სავალდებულო სასამართლო მედიაციის პროცესის შეწყვეტისას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების ხელშეწყობა, თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის ვალდებულება და სხვა.
მედიაციის ეთიკის განგრძობადი პროფესიული განათლების კურსი სავალდებულოა ყველა მოქმედი მედიატორისთვის, რაც ემსახურება მედიაციის ეთიკური მდგრადობისა და სანდოობის გაძლიერებას, პროფესიული ქცევის სტანდარტების ერთგვაროვან დამკვიდრებას და კეთილსინდისიერ რეალიზებას სასამართლო და კერძო მედიაციაში.
 
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში, გამართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან.

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან.

შეხვდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

გრძელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაწყებული კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე