ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკითრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით დაგეგმილ ვებინარში, რომელიც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს შეეხებოდა.

ღონისძიება გაიმართა WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს" შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.
ვებინარზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.
ღონისძიებაზე გაზიარებული იყო WIPO-ს მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის საქმიანობის პრაქტიკა, ასევე, განიხილეს WIPO-ს მედიაციის წესები და პრინციპები, რომლებიც მედიაციის პროცესში ეფექტიანობის მისაღწევად გამოიყენება.
WIPO-ს ექსპერტების მიერ გაზიარებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში მედიაციის დანერგვის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მედიაციის საშუალებით ინტელექტუალური საკუთრების დავების 70% მორიგებით სრულდება. ამ მექანიზმის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის მომსახურებას რეგულარულად იყენებენ საერთაშორისო კორპორაციები, მცირე და საშუალო საწარმოები, სტარტაპები, ასევე, კვლევისა და განვითარების ცენტრები, უნივერსიტეტები, ხელოვანები, გამომგონებლები და მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“