ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა შეხვედრა “ადვოკატთა როლზე მედიაციაში”.

 
მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერი -ლევან ასათიანი მიესალმნენ.

ასევე შეხვედრაზე მედიაციის პროცესში ადვოკატის ეთიკის საკითხებთან სასაუბროდ სპეციალურად მოწვეული იყო საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი,მედიატორი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არაადვოკატი წევრი - ანა ხურციძე.

შეხვედრაზე ანა ხურციძემ ადვოკატთა ასოციაციის წევრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს ხშირად გამართავს,რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიება/აქტივობა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია