ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ქ. ბათუმში გამართა შეხვედრა

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში
 
მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი მიესალმა.
 
ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.
 
შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა.
 
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს ხშირად გამართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია