ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მედიატორებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მედიტორებს შორის გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი მიესალმა. გამოცდილმა მედიატორებმა და თბილისის და მცხეთის სასამართლო მედიაციის ცენტრების ხელმძღვანელებმა, ელენე ორჯონიკიძემ და ნათია ჩიტაშვილმა, ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სასამართლო ცენტრების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს , ასევე ცენტრებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემებზე , რაც ამ სფეროში არსებობს, მათ განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის კერძო და სასამართლო მედიაცია, აღსრულების ნაწილში არსებული სირთულეები და მათი გადაჭრის გზები და ის გამოწვევები, რაც თანამედიაციის პროცესში არსებობს, ასევე იმსჯელეს მედიატორების გამოცდის მესამე ეტაპის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია პერმანენტულად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის დახვეწასა და განვითარებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია