ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი მიესალმნენ.

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა , რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა , ასევე ადვოკატთა ასოციაციის ახალმა წევრებმა მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს ხშირად გამართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო და მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში.

კამპანიას „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.