ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა პრობონო პროექტში ჩართული თანამშრომლების გადამზადება მედიაციის საკითხებში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა პრობონო პროექტში ჩართული თანამშრომლების გადამზადება მედიაციის საკითხებში. შეხვედრას უძღვებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დოქტორი ნათია ჩიტაშვილი და ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“-ს დირექტორი მარინა ბერაძე. შეხვედრა, მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში, სადაც განხილულ იქნა მედიაციის დარგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. მომხსენებელმა მედიატორმა ნათია ჩიტაშვილმა ასევე მონაწილეებს გაუზიარა მედიაციის წარმართვის პროცესში არსებული პრაქტიკა და გამოწვევები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და „ჩემი ადვოკატ“-ს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი “პრო ბონო’’ პროექტის განხორციელებას, ინსტიტუციური განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია