ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას.
დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.
ასევე საქართვალოს მედიატორთა ასოციაციის ოფისში აფხაზეთის სახელობის სამედიაციო დარბაზი გაიხსნა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და მინისტრმა ნანა გაბელიამ საზეიმოდ გახსნეს. აფხაზეთის სახელობის დარბაზში სამედიაციო პროცესები გაიმართება.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის აფხაზეთის დარბაზის გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, დიალოგის გზით დავის მოგვარება ის აუცილებელი პირობაა , რაზეც მედიაციის პროცესი დგას, სწორედ დიალოგი აფხაზ თანამოქალაქეებთან, არის ის ერთადერთი გზა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს შერიგებამდე.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“