ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს : საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა- შალვა ჭკადუამ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას

მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერება, განვითარების პროცესი გრძელდება
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.