ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“და იუსტიციის უმაღლეს სკოლას   შორის ურთერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობა მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაცია. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები გეგმავენ ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდა ე. წ. Bench-Bar-ის, სასამართლო მედიაციის მიზნებისთვის მოსამართლეებისა და მედიატორების გადამზადების კურსების ერთობლივ ორგანიზებას, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პუბლიკაციების შემუშავებას და გამოცემას,  კონფერენციებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის  ვანო ბოლქვაძის შეფასებით, აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებები,  მედიაციაში ცოდნის გაღრმავების ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იქნება.
მემორანანდუმს  ხელი მოაწერეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და  იუსტიციის უმაღლესი სკოლის დურექტორმა ვანო ბოლქვაძემ.
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.