ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და საფრანგეთ- საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ანტუან ბარტონმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია შრომითი დავების დროს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში, ასევე ერთობლივი ღონისძიებების , მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო მიღება , სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.
საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის როლია საფრანგეთსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობების ხელშეწყობა
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია