ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტები, დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი , თამარ იმნაიშვილი და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას ირაკლი ყანდაშვილმა და პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა სიტყვით მიმართეს, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ მომავალი თაობის ინფორმირება ამ მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტის პოპულარიზაციასა და განვითარებას. ირაკლი ყანდაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი მადლობა გადაუხადა მედიაციით დაინტერესებისთვის და თანამშრომლობისთვის.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით მოხდება შესაბამისი სასწავლო კურსის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა, ასევე ასოციაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლებაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციას, საქართველოს მაშტაბით არსებულ ბევრ უნივერსიტეტთან აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული, რომლებთანაც აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია