ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილი სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორთა მუდმივმოქმედი საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა.

17 თებერვალს შედგა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილი სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორთა მუდმივმოქმედი საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა.უახლოეს პერიოდში საქართველოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში მედიატორების მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება, კერძოდ, საქართველოს ყველა რაიონულ საქალაქო სასამართლოში, სწორედ აქედან გამომდინარე ახლად ამოქმედებული სასამართლო მედიაციის ცენტრების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა მუდმივ მოქმედი საკოორდინაციოო საბჭო.აღნიშნული პლატფორმის მიზანია ხელი შეეწყოს მედიაციის ცენტრების და წარმოდგენილი მედიატორების საქმიანობას და პროცესის ეფექტურ კოორდინაციას.

უკან
სხვა სიახლეები

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.

სამართლის ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო მომხსენებლად სამართლის ფორუმზე, რომელიც გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობით.