ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისი USAID/PROLoG - ის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით ტექნიკურად აღიჭურვა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისი USAID/PROLoG - ის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით  იქნა ტექნიკურად აღჭურვილი. მედიაციის სესიების ჩასატარებლად და ინდივიდუალური შეხვედრებისთვის ასოციაციაში მოეწყო კომფორტული სივრცეები. ოფისი მზად არის უმასპინძლოს სასამართლო და კერძო მედიაციას.
8 თებერვალს „ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფისში გაიმართა კიდევ ერთი სასამართლო მედიაცია. სამედიაციო პროცესი ჩაატარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორმა სოფიო ტყემალაძემ, სადაც მხარეებმა შეძლეს კომფორტულ გარემოში მიეღოთ მათთვის სასურველი შედეგი.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია