ENG

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ორგანიზებით და პარტნიორი დონორი ორგანიზაციის UN Women Georgia-ს მხარდაჭერით ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი ”გენდერი და გენდერული ურთიერთობები”.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ორგანიზებით და პარტნიორი დონორი ორგანიზაციის UN Women Georgia-ს მხარდაჭერით ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი ”გენდერი და გენდერული ურთიერთობები”. ტრენინგი პროექტის ”ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ”

ღონისძიება გახსნა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ხოლო ტრენინგს უძღვებოდა დონორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპეტი მამუკა გაჩეჩილაძე.

ღონისზიებაზე განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეაგირების ქვეყანაში არსებული მექანიზმები, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებს
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“