ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი მედიატორებისთვის.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი მედიატორებისთვის.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ იმნაიშვილმა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია დარსალიამ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ინფორმაცია გაუზიარა თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) უფროსმა თამარ სანიკიძემ, ხოლო სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს პროფესიულმა ზედამხედველმა ხატია თაბუკაშვილმა ისაუბრა პროფესიული ზედამხედველობის მიმართულებით არსებულ საკითხებზე.

სააგენტოს წარმომადგენლებმა მედიატორებს გააცნეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, სახელმწიფო სერვისების, მხარდაჭერისა და ეფექტიანი რეფერირების მექანიზმები. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული ინფორმაცია, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მადლობას უხდის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მედიატორთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერისთვის
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია