ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით დაიწყო მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი (TOT).

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით დაიწყო  მედიაციის/მედიატორის  ტრენერთა ტრენინგი (TOT), ტრენინგის მხარდამჭერია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა. ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა და  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში, ADR მიმართულებით მრჩეველმა სოფიო ტყემალაძემ. ტრენინგი მიზნად ისახავს და  შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, გაიღრმაონ ცოდნა და გახდნენ მედიატორთა ასოციაციის აკრედიტირებული  ტრენერები. მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგს შესაძლებლობა ექნებათ ჩაირიცხონ მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა ერთიან რეესტრში, სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად. დღეის მდგომარეობით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა ერთიან რეესტრში ფიქსირდება 20 აკრედიტირებული ტრენერი.ტრენინგი მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც გაგრძელდება ოთხი დღის განმავლობაში.

უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია