საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც სასამართლო მედიაციის პრაქტიკაში არსებულ აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ იმნაიშვილმა, რომელმაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მსგავსი პროფესიული შეხვედრების მნიშვნელობას მედიაციის პრაქტიკის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე:„საოჯახო კატეგორიის დავების სასამართლო მედიაცია – არსებული პრაქტიკა, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.“
დისკუსიას უძღვებოდა ქალბატონი ლელა ჭინჭარაული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სასამართლო მედიაციის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და განიხილეს პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს საოჯახო კატეგორიის დავებზე სასამართლო მედიაციის ეფექტიანობის გაზრდასა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
მსგავსი პროფესიული შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. ისინი ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას, პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას და სასამართლო მედიაციის ეფექტიანობის ზრდას.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მადლობას უხდის ქალბატონ ლელა ჭინჭარაულს საინტერესო და შინაარსიანი დისკუსიისთვის, ასევე შეხვედრის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი მსჯელობისთვის.