ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით განხორციელებული მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი (TOT) წარმატებით დასრულდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით და  USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული მედიაციის/მედიატორის  ტრენერთა ტრენინგი (TOT) წარმატებით დასრულდა. ტრენინგი მიმდინარეობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 4 დღის განმავლობაში, რომელსაც უძღვებოდნენ  გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში უცხოელი ექსპერტის მიერ გადამზადებული ასოციაციის ტრენერები:  ნათია ჩიტაშვილი, სოფიო ჩაჩავა,  ლაშა კალანდაძე და  თორნიკე ბაქრაძე.  “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად განხორციელდება ტრენინგში მონაწილე პირთა   ჩარიცხვა  ასოციაციის ტრენერთა ერთიან რეესტრში . საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ულოცავს და  წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს !

უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“