ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის რეესტრს ახალი სერტიფიცირებული მედიატორები შემოუერთდა

10 თებერვალს, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების  შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული  მედიატორები. სერტიფიცირების პროგრამის დებულების თანახმად სამ საფეხურიანი პროგრამა მოიცავს: 60 საათიანი ტრენინგს, პრაქტიკულ უნარ ჩვევების შემოწმების ეტაპს და რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ ჩვევების შემოწმებას.
სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის„ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებს დაათვალიერებინა ასოციაციის ოფისი, გააცნო ორგანიზაციის ფუნქციები, სტრატეგია და სამომავლო გეგმები. 
თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა და ახლად გაწევრინებულ მედიატორებს გააცნო 2022 წლიდან ამოქმედებული განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულება და მასთან დაკავშირებული დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრის დასრულებისას ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ახლად გაწევრიანებულ მედიატორებს გადასცა მედიატორის მოწმობები და უსურვა წარმატება პროფესიულ საქმიანობაში!

უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია