ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრება

24 აპრილს გაიმართა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრება.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა კრების წინაშე წარადგინა 2020 წლის წლიური ანგარიში.

საერთო კრებაზე, ასოციაციის ისტორიაში პირველად, შედგა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრთა არჩევნები და დამტკიცდა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კოდექსი.
ასოციაციის პირველი ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულ იქნენ: თამთა დევდარიანი, სოფიო დუღაშვილი, თორნიკე ფულარიანი, მარი ნიქაბაძე, ირაკლი ადეიშვილი, ვეკო დოდაშვილი, დავით ჭიკაიძე, დემეტრე ეგნატაშვილი, აკაკი გაწერილია;

საერთო კრებაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წესდებაში შესატანი ცვლილებები, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულებაში შესატანი ცვლილებები და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულება.
ასოციაცია წარმატებებს უსურვებს ახლადარჩეულ ეთიკის კომისიის წევრებს.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია