ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებს, გამოცხადებული ნდობისთვის და ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის, მადლობას უხდის.
ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით  საერთაშორისო კავშირების განვითარება  , ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებას, განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს .
მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრობა, საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებასა და ჩვენს მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას წარმოადგენს, რაც ძალზედ სასიხარულოა.
“აღსანიშნავია პროფესია ადვოკატის როლი მედიაციის დანერგვა განვითარებაში, ზოგადად და კონკრეტულად საქართველოში, რასაც დამატებით შეუწყობს ხელს აღნიშნული სიახლე”- განაცხადა ყანდაშვილმა.
ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“