ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბოლნისში ახლად ამოქმედებული მედიაციის ცენტრის მედიატორებს შეხვდა

2 მარტს,  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი  და ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი თამარ იმნაიშვილი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გახსნილ  მედიაციის ცენტრისმედიატორებს  შეხვდნენ. სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის„ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებს გააცნო ორგანიზაციის ფუნქციები, სტრატეგია და სამომავლო გეგმები. მედიატორებს მიეწოდათ ინფორმაცია 2022 წლიდან ამოქმედებული განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულების და მასთან დაკავშირებული დაგეგმილი აქტივობების შესახებ. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ყანდაშვილმა და თამარ იმნაიშვილმა მედიატორებს უსურვეს წარმატება პროფესიულ საქმიანობაში!

უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“