ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ირაკლი ყანდაშვილი, აჭარაში მოქმედ მედიატორებს სასამართლო მედიაციის ცენტრში შეხვდა.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ მედიაციის აქტუალური საკითხები მიმოიხილა , ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონში მედიაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე .

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს რეგიონულ ჭრილში გადასადგმელი ეფექტიანი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრა საინტერესო დისკუსიის და კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრაზე მედიატორებს ასოციაციის თავმჯდომარემ საჩუქრად მისი ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო - “მოლაპარაკება და წარმომადგენლობა მედიაციაში” გადასცა.

2022 წლის დეკემბრიდან, აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზე, სასამართლო მედიაციის ცენტრი ფუნქციონირებს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.