ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ირაკლი ყანდაშვილი, აჭარაში მოქმედ მედიატორებს სასამართლო მედიაციის ცენტრში შეხვდა.
შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ მედიაციის აქტუალური საკითხები მიმოიხილა, ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონში მედიაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე .
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს რეგიონულ ჭრილში გადასადგმელი ეფექტიანი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრა საინტერესო დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
2022 წლის დეკემბრიდან, აჭარის რეგიონში, ქ.ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზე, სასამართლო მედიაციის ცენტრი მოქმედებს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.