ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს , რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

ირაკლი ყანდაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მან რაჟდენ კუპრაშვილს მედიაციის საქმიანობა გააცნო, მედიაციის მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ასოციაციის სამომავლო გეგმებზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა ასოციაციის თავმჯდომარეს ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს სამუშაო სტრატეგია, ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო. რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა , რომ სამომავლოდ სიამოვნებით ითანამშრომლებს მედიატორთა ასოციაციასთან, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების დაორგანიზება.
შეხვედრას, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იმნაიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, თამთა კაჭკაჭიშვილი და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე, ანა კალანდაძე ესწრებოდნენ.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.