ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის ადმინისტრაციის თანამშრომლები, საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ

შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა, ასოციაციის საქმიანობაზე და მედიატორთა მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ასოციაციის მიზნებზე და გეგმებზე.
საპატრიარქოში შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შემწყნარებლობის პოპულარიზაციის საჭიროება ნამდვილად არსებობს და სოციალური დიალოგის დამკვიდრება აუცილებელია , მათი თქმით მორიგების ინსტიტუტი ღვთისნიერი საქმეა და ზუსტად ამას ემსახურება მედიატორთა საქმიანობა , რაც საპატრიარქოსთვის სასიხარულო და მისასალმებელია.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და მედიატორთა პროფესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება