ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს შეხვედრაზე გააცნო  საქართველოში მედიაციის (როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის) მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია. შეხვედრაზე განიხილეს მედიაციის განვითარების განვლილი ეტაპები, სადაც ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს რომ უკანასკნელი ორი წელი გარდამტეხი ცვლილებების წლები იყო მედიაციისთვის - ამოქმედდა მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი, დაარსდა საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, შემუშავდა 2020-2025 წლების სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა, მედიატორთა სერტიფიცირების წესი ევროპელი ექსპერტების ჩართულობით და რჩევების გათვალისწინებით, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP). ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას აქვს წამყვანი როლი საქართველოში მედიაციის ინსტიტუციონალიზაციასა და განვითარებაში, მედიაციის პოლიტიკის წარმართვაში, ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთშეთანხმების კულტურის დამკვიდრებაში. ასოციაცია დაფუძნების დღიდან ზრუნავს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაზე და ხელს უწყობს მედიაციის პროფესიას, რომ გახდეს დარგი მეტად პოპულარული, პრესტიჟული და მოთხოვნადი, ხოლო მედიატორის სერვისის გამოყენება სანდო და ეფექტიანი.ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს მედიაციის და ახლადდაფუძნებული „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის. ასოციაცია გამოთქვამს  მზადყოფნას შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობისთვის.
 
უკან
სხვა სიახლეები

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე

შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა გახსნეს.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.

შეხვედრა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან.