ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკთან.

შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბატონ პაველ ჰერჩინკს,  ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გააცნო საქართველოში მედიაციის როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის გამოყენების, ასევე ამ მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგები, რაც მიზნად ისახავს მედიაციის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს,რომლებიც დავის მონაწილე მხარეებისთვის უალტერნატივოა, რათა მათ მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეთა მიერ განხილულ იქნა  ერთობლივი სამომავლო ინიციატივები და დაიგეგმა მათ შორის  ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი .
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია