ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ქუთაისში ახლად ამოქმედებული მედიაციის ცენტრების მედიატორებს შეხვდა

14 თებერვალს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი თამარ იმნაიშვილი ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული სასამართლო მედიაციის ცენტრების მედიატორებს შეხვდნენ, რომლებმაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.სერტიფიცირების პროგრამის დებულების თანახმად სამ საფეხურიანი პროგრამა მოიცავს: 60 საათიანი ტრენინგს, პრაქტიკულ უნარ ჩვევების შემოწმების ეტაპს და რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ ჩვევების შემოწმებას.
სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის„ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებს გააცნო ორგანიზაციის ფუნქციები, სტრატეგია და სამომავლო გეგმები.
ახლად გაწევრიანებულ მედიატორებს მიეწოდათ ინფორმაცია 2022 წლიდან ამოქმედებული განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულების და მასთან დაკავშირებული დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს ირაკლი ყანდაშვილმა და თამარ იმნაიშვილმა ახლად გაწევრიანებულ მედიატორებს უსურვეს წარმატება პროფესიულ საქმიანობაში!
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ტრენინგი -„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით-„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება“, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში გაიმართა

2023 წლის 16 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2023 წლის 16 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი: