ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერევანში რიგით მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში

სომხურ-ქართული სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი 2015 წლიდან იმართება და ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორული, ეფექტური და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ფორუმში მონაწილე დამსწრე საზოგადოებას გააცნო „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ქართული მოდელი, ისაუბრა საქართველოში მედიაციის როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის გამოყენების, ასევე ამ მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგებზე.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის დელეგაციები სომხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორუმები აძლიერებს ინსტიტუციათა ფუნქციონირებას ეროვნულ დონეზე.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“