ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ტრენინგი გაიმართა, სახელწოდებით- მედიატორი-საქმის მენეჯერი

ტრენინგი განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის - მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის - მხარდაჭერით ხორციელდება.
მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იმნაიშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფიო ტყემალაძე.
ტრენინგს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, ელენე ორჯონიკიძე უძღვებოდა.
შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა , რომელსაც მედიატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებოდნენ.
ტრენინგზე ისეთი მნიშვნელოვან თემები განიხილეს, როგორებიც არის მედიატორის არჩევა /დანიშვნა, თანამედიაცია და მხარეებთან კომუნიკაცია, ასევე საუბარი იყო მედიაციის ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მედიატორებმა შეხვედრაზე პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს.
აღნიშნული ტრენინგი მომავალშიც გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ასოციაციის ყველა წევრს ექნება.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.