ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ქსელის წევრებისთვის, გაიმართა ონლაინ დისკუსია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ქსელის წევრებისთვის, დისტანციურფორმატში გაიმართა დისკუსია - ,,მედიაცია - დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნესსექტორში“.
დისკუსია გახსნა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილმა, რომელმაც მედიაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების დამკვიდრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ამიტომ ამ თემას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიაში.
შეხვედრაზე,  საქართველოს მედიატორტა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა(მედიატორმა )- ნათია ჩიტაშვილმა ღონისძიებაში მონაწილეებსსფეროში არსებული სიახლეები გააცნო და ისაუბრა  მედიაციის სასამართლო და არასასამართლო ფორმების შესახებ.
შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია