ENG

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ცენტრი გაიხსნა.

სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ცენტრი გაიხსნა.

მედიაციის ცენტრი საზეიმო ცერემონიალით გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მოწვეულ სტუმრებს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და იუსტიციის უმაღლესის სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ.

ცენტრის ფუნქციონირება და საქმიანობა პირველ რიგში დაეხმარება გრუნის სტუდენტებს, მედიაციის სალექციო კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განიმტკიცონ; ასევე, ცენტრის დახმარებით მედიაციისა და არბიტრაჟის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, განხორციელდება სამეცნიერო კვლევები, შემუშავდება კანონპროექტები, დაიგეგმება ერთობლივი დისკუსიები, შეჯამდება შედეგები, განვითარდება თანამშრომლობა საერთაშორისო ექსპერტებთან და წამყვან სპეციალისტებთან. მთელი ეს პროცესი კი სტუდენტების მაღალი ჩართულობით წარიმართება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სამართლის აკრედიტებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში, სავალდებულო სასწავლო დისციპლინის სტატუსით დაამკვიდრა, მედიაციის სასწავლო კურსი.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მოხარულია აღნიშნული ნოვაციით, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის პოპულარიზაციას ხოლო სტუდენტებს უდავოდ საინტერესო გამოცდილებას შესძენს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.