ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით და დონორი ორგანიზაციის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)_ის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები სამოქალაქო მედიაციაში"

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით და დონორი ორგანიზაციის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)_ის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები სამოქალაქო მედიაციაში" ღონისძიება გახსნა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოშ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ქალბატონმა ემი ქლანსმა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ღონისძიებები და აქტივობები უაღრესად მნიშვნელოვანია მედიაციის განვითარებისთვის, და მათ შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კიდევ ბევრ მსგავ აქტივობის განხორციელებას უზრუნველყოფენ მომავალში. ტრეინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიც არის: ბავშვის განვითარების და ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები, ფსიქოლოგის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ბავშვის მონაწილეობით, მშობელი-ბავშვის ფსიქოლოგიური სირთულეები, ოჯახში ძალადობა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები და სხვა. სპეციალიზირებული მედიატორების ჩართულობა სამედიაციო პროცესში, უზრუნველყოფს პროცესის დროს ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მათი ღირსების დაცვას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ ასოციაცია მუდმივად ზრუნავს და ხელს უწყობს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია