ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გასვლითი სამუშაო შეხვედრა და ჯგუფური შეკავშირების ტრენინგი გამართა

შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფო ტყემალაძემ.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, ასოციაციაში არსებული მიმდინარე საკითხები განიხილა და მედიაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებების პაკეტზე იმსჯელა. შეხვედრაზე საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზეც გამახვილდა ყურადღება.
ასევე ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური შეკავშირების ტრენინგი, სადაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ადმინისტრაციამ და საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“