ENG

სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორების სამუშაო შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის - მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის - მხარდაჭერით, სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებისათვის, სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართა.

მონაწილეებს მიესალმნენ მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფო ტყემალაძე.

რეგიონული სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებს ირაკლი ყანდაშვილმა საკუთარი ხედვები გააცნო და ცენტრების გამართულად მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრა, კოორდინატორებთან დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, მედიაციის ცენტრებში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორები სამუშაო შეხვედრაზე საერთო მართვის ფორმაზე და სტანდარტზე შეჯერდნენ. დაიგეგმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი, რაც კოორდინატორებს ინფორმაციის მარტივად გაცვლაში დაეხმარება.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, სასამართლო მედიაციის ცენტრებისთვის, ნებისმიერი საკითხის კოორდინირებაში იქნება ხელშემწყობი.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება