ENG

საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, შეხვედრების ციკლს აგრძელებს

ამჯერად შეხვერდა ქუთაისში გაიმართა, რომელსაც ამ რეგიონში მოქმედი ადვოკატები ესწრებოდნენ.
პროექტი , USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მედიაციის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, სოფო ტყემალაძემ გახსნეს.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატებს მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, ასევე განმარტა , რომ ადვოკატები მედიაციაში უნდა იყვნენ ეფექტური წარმომადგენლები და სწორად მიიტანონ ინფორმაცია კლიენტამდე.
შეხვედრა საინტერესო დისკუსიის და კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება, რადგან შესაძლებელი იყოს მედიაციის შესახებ ადვოკატთა ფართო წრის სწორი და საფუძვლიანი ინფორმირებულობა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია