ENG

სახელმძღვანელოს - „პრაქტიკული სახელმძღვანელო კერძო მედიაციაში“ და გზამკვლევის- „მედიატორთა დისციპლინური წარმოება“ პრეზენტაცია.

24 ოქტომბერს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისთვის, ონლაინ ფორმატში  გაიმართა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პარტნიორი დონორი ორგანიზაციის  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებული სახელმძღვანელოს - „პრაქტიკული სახელმძღვანელო კერძო მედიაციაში“  და გზამკვლევის- „მედიატორთა დისციპლინური წარმოება“  პრეზენტაცია.

აღნიშნული ღონისძიება გახსნა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

„მედიატორთა დისციპლინური წარმოება“ გზამკვლევი-ის პრეზენტირება მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეთიკის საკითხებში ექსპერტმა თამარ ხუბულურმა.„პრაქტიკული სახელმძღვანელო კერძო მედიაციაში“  პრეზენტირება მოახდინა  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მოქმედმა მედატორმა ქ-ნ თამარ მორჩილაძემ.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მიესალმება ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ საზოგადოებაში მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, და მეორე მხრივ მედიატორებისათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.