ENG

შეხვდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

გრძელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაწყებული კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სტუდენტებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა, გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი - სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მიესალმნენ

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია სტუდენტებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის მედიაციის შესახებ

შეხვედრაზე სტუდენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მომავალშიც განაგრძობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარების პროცესს

ღონისძიება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია