ENG

შეხვედრა ბოლნისში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ბოლნისში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიაციის არსი, მედიაციის ინსტიტუტის თანამედროვე სამართლებრივი მნიშვნელობის და უპირატესობების საკითხები, აგრეთვე მედიაციის ეფექტურობა დავათა სხვადასხვა კატეგორიებში და საოჯახო კატეგორიის სამედიაციო დავები.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია