საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.
მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მეგი ჯაყელი და გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი მიესალმნენ.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაუძღვა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მოქმედი მედიატორი - მარიამ არაქელოვა
შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიაციის არსი, მედიაციის ინსტიტუტის თანამედროვე სამართლებრივი მნიშვნელობის და უპირატესობების საკითხები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა მედიაციის ეფექტურობაზე დავათა სხვადასხვა კატეგორიებში.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.