ENG

შეხვედრა მოსამართლეებთან

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრები შეხვდენენ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია - სასამართლო მედიაციის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე და სამომავლოდ გაუმჯობესების გზებზე.

ღონისძიება ჩატარდა "საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა" და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსამართლეებთან მომავალშიც გაიმართება.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია