ENG

შეხვედრა ქალებთან ქალთა გაძლიერების მიზნით "სცადე მედიაცია"

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ორგანიზებით და პარტნიორი დონორი ორგანიზაციის გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ქალებთან, ქალთა გაძლიერების მიზნით "სცადე მედიაცია".

შეხვედრას უძღვებოდა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის წევრი, მოქმედი მედიატორი - თამთა დევდარიანი.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა განხილულ იქნა: მედიაციის არსი, მედიაციის ინსტიტუტის თანამედროვე სამართლებრივი მნიშვნელობა და უპირატესობები, მედიაციის პროცესის მიმოხილვა, მედიაციის ეფექტურობა დავათა სხვადასხვა კატეგორიებში, მედიაცია პრაქტიკაში.

მონაწილეების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო, დაისვა საინტერესო შეკითხვები.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“