ENG

შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი, ეკატერინე ლორთქიფანიძე მიესალმნენ.

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა , რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა , ასევე ადვოკატთა ასოციაციის ახალმა წევრებმა მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს ხშირად გამართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

2025 წლის სტატისტიკა

სასამართლო მედიაციისთვის გადაცემული საქმე 2025 წელი

ტრენინგი ბავშვთა უფლებებში

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის ჩაატარა სპეციალიზებული ტრენინგი ბავშვთა უფლებებში.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.