ENG

შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მოადგილე მორის პაულუსენთან

შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მედიაციის პროცესის, წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე, ასევე მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგებზე, რომელიც მიზნად ისახავს მედიაციის ხელმისაწვდომობის, პოპულარიზაციის გაზრდას საქართველოში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს,რომლებიც დავის მონაწილე მხარეებისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია მედიაციის გამოყენებით.

შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა და მორის პაულუსენმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობისთვის.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“