ENG

შეხვედრა სტუდენტებთან, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სტაჟირება

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სტაჟირება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში“,აღნიშნული სტუდენტები არიანმედიატორთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში აგრეთვე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ELSA საქართველოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  მედიაციის კონკურსში გამარჯვებულები.
ასოციაციის თავმჯდომარემ სტუდენტები დააჯილდოვა სტაჟირების დამადასტურებელი მოწმობით და უსურვა მათ წარმატება!
სსიპ„საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობასთან აქტიური თანამშრომლობა. ასოციაცია მზად არის ხელი შეუწყოს და დაეხმაროსმედიაციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია