ENG

შეხვედრა წალკაში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა წალკაში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაუძღვა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი - მარია ხაჩატურიანი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიაციის არსი, მედიაციის ინსტიტუტის თანამედროვე სამართლებრივი მნიშვნელობის და უპირატესობების საკითხები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა მედიაციის ეფექტურობაზე დავათა სხვადასხვა კატეგორიებში.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა

2025 წლის 7 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2025 წლის 7 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი: